ახალი ამბები ვიდეო მთავარი უკრაინის ომი

VIDEO:ყირიმის დავომბვიდან 2 დღის შემდეგაც გასასვლელში საცობებია- ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიას მასიურად ტოვებს

ყირიმის დავომბვიდან 2 დღის შემდეგაც გასასვლელში საცობებია – ხალხი ოკუპირებულ ტერიტორიას მასიურად ტოვებს. – აღნიშნულის ამსახველი კადრები ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ნოვოფედოროვკას სამხედრო საჰაერო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები მოხდა. თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.

მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

როგორც ირკვევა, აფეთქების შედეგად 9 რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  ყირიმში აფეთქებების მიზეზი საბრძოლო მასალის აფეთქება გახდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ვიქტორ ანდრუსივმა მაშინვე მიანიშნა, რომ ყირიმში 9 აგვისტოს ძლიერი აფეთქებები უკრაინული მხარის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მოხდა.

იტვირთბა....