ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

📽VIDEO როგორია ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზაზე აფეთქებების მასშტაბი

რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე ძლიერი აფეთქებები მოხდა სამშაბათს, 9 აგვისტოს.

თვითმხილველების თქმით, ცეცხლი სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკს და საბრძოლო მასალის საცავებს გაუჩნდა. ხალხმა პანიკურად დაიწყო ნოვოფედორივკასა და ნახევარკუნძულის დატოვება.

როგორც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა Facebook-ზე იუწყება, ნახევარკუნძულზე აფეთქების შედეგად მოწინააღმდეგის ცხრა თვითმფრინავი განადგურდა. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

სოციალურ ქსელში აფეთქების მასშტაბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

კადრებში ჩანს, როგორი სიტუაციაა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე, სადაც აფეთქების შედეგად დაზიანებული მანქანებია ასახული.

ამავე თემაზე: რამდენი თვითმფრინავი განადგურდა ყირიმის ავიაბაზაზე – უკრაინის საჰაერო ძალების განცხადება

იტვირთბა....