aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელის პრემიერი: მზად ვართ ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ფართო სამხედრო კამპანიით, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, პასუხისთვის მზად არის.

ლაპიდის თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ან ჯარისკაცების მისამართით თავდასხმის ნებისმიერი მცდელობა, ისრაელის მკაცრ რეაგირებას გამოიწვევს.

“ჩვენი უსაფრთხოების ძალები მზად არიან ნებისმიერ თავდასხმაზე ძლიერი პასუხისთვის. მტერს ძალით, ერთად დავუპირისპირდებით“, – აცხადებს ისრაელის პრემიერი.

შეგახსენებთ,  “ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასამდე რაკეტა გაუშვა. რაკეტები, სავარაუდოდ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ანაც საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა.

ამას წინ უძღოდა  ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე შეტევა, რა დროსაც, ლიკვიდირებულ იქნა “ისლამური ჯიჰადის” მეთაური.

იტვირთბა....