ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ისლამურმა ჯიჰადმა” ისრაელის მიმართულებით ასამდე რაკეტა გაუშვა

ისრაელის მედიის ცნობით, რადიკალურმა მოძრაობა “ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, კერძოდ, ქვეყნის ცენტრალური და სამხრეთ რაიონებისკენ ასამდე რაკეტა გაუშვა.

რაკეტები, სავარაუდოდ, ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ანაც საჰაერო თავდაცვის სისტემა “რკინის გუმბათმა” გაანეიტრალა.

“ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თავდასხმის დასაწყისია ისრაელის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ,  ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მიიტანა, რის შედეგადაც, “ისლამური ჯიჰადის”  მეთაური დაიღუპა.

იტვირთბა....