ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ისრაელმა ღაზას სექტორს დაარტყა – ლიკვიდირებულია “ისლამური ჯიჰადის” მეთაური

ისრაელის არმიამ 5 აგვისტოს ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმა მიიტანა. შედეგად, ლიკვიდირებულია ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი. ინფორმაციას ისრაელის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

ღაზას სამედიცინო უწყების ცნობით, ავიაიერიშის შედეგად სულ მცირე რვა ადამიანია დაღუოული, მათ შორის 5 წლის გოგონა, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 20-ს აჭარბებს.

IDF-ის 10-დან 20-მდე ტერორისტის ლიკვიდაციის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამ ეტაპზე, ისრაელის არმია განაგრძობს ღაზას სექტორის ობიექტებზე დარტყმების მიტანას.

 

იტვირთბა....