aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

კლინიკა “კანვენის” დირექტორის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, “ტვ პირველის” ცნობით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კლინიკა “კანვენის” დირექტორი დაჭრა – ის 71 ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა.

კლინიკა “კანვენის” დირექტორი, გიორგი გალდავა მისმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა. გალდავას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იტვირთბა....