aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კლინიკა “კანვენის” დირექტორი 71 ექიმმა, თეიმურაზ ბეჟანიძემ დაჭრა – ის მიმალვაშია

aviabiletebi
ავიაბილეთები

იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ჩაჩავას ქუჩაზე მდებარე კანისა და ვენეროლოგიური კლინიკის დირექტორი, გიორგი გალდავა დაჭრა. ეჭვმიტანილი 71 ექიმი, თეიმურაზ ბეჟანიძეა, რომელიც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

არსებული ცნობით, თეიმურაზ ბეჟანიძემ გიორგი გალდავას ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარ კაბინეტში ესროლა, რასაც წინ უძღოდა დაპირისპირება.

“სროლის ხმა რომ გავიგეთ, სასწრაფოში დავრეკეთ. შემდეგ “ემერჯენსში” გადავიყვანეთ. დირექტორი მხარშია დაჭრილი. კარგი ადამიანია, გადაყოლილია ყველა თანამშრომელზე. მიზეზი მართლა არ ვიცი, ვინც დაჭრა, ის ჩვენი თანამშრომელია. ეს ამბავი დაახლოებით შუადღეზე, 2-3 საათზე მოხდა – ამბობს “ტვ პირველთან” კლინიკის ექიმი მარინა ჯაში.

თეიმურაზ ბეჟანიძეს სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.

იტვირთბა....