ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატო-სგან განსხვავებით – პესკოვი

რუსეთი მსოფლიო წესრიგს საფრთხეს არ უქმნის, განსხვავებით ნატოსგან, რომელმაც 2014 წელს უკრაინაში ხელისუფლება შეცვლა და მოსკოვის პროვოცირება მოახდინა საკუთარი საზღვრების რუსეთის ფედერაციასთან დაახლოებით. – ამის შესახებ  განცხადება რუსული მედიისთვის რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა, რითაც  იენს სტოლტენბერგის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

პესკოვის თქმით, ევროპაში არსებული ვითარება გამოწვეულია ნატოს აგრესიული თავდასხმითა და ალიანსის მიახლოებით რუსეთის საზღვრებთან.

რუსი ოფიციალური პირის თქმით, ითარება რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მწიფდებოდა და „აიძულა რუსეთი მიეღო ზომები.

„ნამდვილი საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის ჩვენს კონტინენტზე, ევროპაში – ეს ალბათ, ის გადატრიალებაა, რომელიც უკრაინაში 2014 წელს მოხდა და რომელსაც რეჟისორობა ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა გაუწიეს, მიუხედავად გარანტიებისა, რომლებსაც იძლეოდნენ რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. აქედან ჩნდება საფრთხე მსოფლიო წესრიგისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....