aviabiletebi
ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

სტოლტენბერგი: პუტინი ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

პუტინი ომს თუ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდული ბანაკის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით,

“ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნე გახდნენ.

ჩვენ ვხედავთ ომის აქტებს, თავდასხმებს სამოქალაქო პირებზე და ნგრევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვინახავს. ჩვენ გულგრილები ვერ ვიქნებით. ეს ასევე ჩვენს ინტერესებშია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ.

სამყარო, სადაც პუტინი მიიღებს სასურველს სამხედრო ძალის გამოყენებით, უფრო სახიფათოა ჩვენთვის. თუ რუსეთი გაიმარჯვებს ამ ომში, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. მაშინ მეზობელი ქვეყნებიც შეიძლება, გახდნენ შემდეგი სამიზნე”, – აცხადებს სტოლტენბერგი.

იტვირთბა....