[su_quote]მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიცხადებთ გვერდში დგომისათვის, უთქვენოდ ძალიან ცუდი დღე გვექნებოდა. ბევრმა თქვენგანმა შემოგვთავაზა მხარდაჭერა, ჯერ არ ვიცით რა არის სამოქმედო გეგმა და გპირდებით, რომ ყოველ ნაბიჯზე საქმის კურსში გამყოფებთ.
კიბერშეტევა ისევ გრძელდება, მაგრამ თქვენი გამალებული ჩართულობით გუგლმა მთელი საეჭვო აქტივობა წაშალა და მთელი ეს ორომტრიალი ცუდი სიზმარივით გაქრა. რამდენიმე სქრინშოთი მაინც შემოვუნახეთ ისტორიას.
ძალიან გაბრაზებულები ვართ, დაუჯერებელია, რომ ამ ბოროტი კომენტარების უკან რეალური ადამიანები დგანან.
ორი რუსეთი არ არსებობს.
მადლობა კარგო ხალხო!
viva უკრაინა
viva ერთიანი საქართველო
ღრუსეთი კი თავის გემს მიყვეს ფსკერისაკენ[/su_quote]
წერია “დედაენის ბარის” Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში მდებარე ბარი რუსი ჰაკერების თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ დაწესებულებაში შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელშიც წერია, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, პუტინი კი დიქტატორია.
ამის შემდეგ, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ, რომ მისი რეიტინგი რაც შეიძლება დაბალ ნიშნულზე ჩამოსულიყო.
მოგვიანებით, Google-დან დედაენის ბარის შესახებ რუსების უარყოფითი შეფასებები წაიშალა.

