რუსების მიერ ბოლო დროს დაწერილი უარყოფითი შეფასებები, რომელთა გამოც დედაენის ბარის რეიტინგი დაეცა, Google-მ წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებელი ნიკოლოზ ლოლაძე ავრცელებს
“დედაენა ბარის ბოლოდროინდელი რუსული რევიუები გუგლმა წაშალა”, – წერს ის და ავრცელებს “სქრინს”, რომელშიც ჩანს, რომ დედაენის ბარის რეიტინგი ამჟამად მაქსიმალური ხუთიდან, 4.8 არის.