ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ზელენსკი-გვასალია: დემნა united 24-ის ფონდის ელჩი გახდა

დემნა გვასალია “უკრაინის აღდგენის” მიმართულებით UNITED24-ის ფონდის ელჩი გახდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მისივე ცნობით, Balenciaga-მ პლატფორმის მხარდასაჭერად სპეციალური მაისური შექმნა, რომლის გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% უკრაინის აღდგენის მიმართულებით გადაირიცხება.

“ბალენსიაგას კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია გახდა ჩვენი ფონდის მოძიების პლატფორმის United24-ის ელჩი, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმარება. პლატფორმის მხარდაჭერით BALENCIAGA სპეციალური მაისური შექმნა. ასეთი მაისურების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება “უკრაინის რეკონსტრუქცისთვის”, –  წერს ზელენსკი.

იტვირთბა....