ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შელაპარაკებას მოყვა.
“მთავარის” ცნობით, ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
არსებული ინფორმაციით, შსს-მ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

