როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, მომავალში ვეღარ განვითარდება, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ყველამ მიანიშნოს ახალგაზრდა ადამიანს, რომ ამის კადრება არ შეიძლება.
“თქვენმა კოლეგამ ისეთი სიბინძურე იკადრა, რომ ამაზე მე მგონი, შეფასება არის ნათელი და მას ყველა უნდა გაემიჯნოს ამას. როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ასეთ რამეს კადრულობს, ის მომავალში მერე ვეღარ განვითარდება. ამიტომ, როდესაც ასეთი ასეთი სიბინძურე, ასეთი შეურაცხყოფა უკადრებელი, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ყველამ მიანიშნოს ახალგაზრდა ადამიანს, რომ ამის კადრება არ შეიძლება”, – აცხადებს კობახიძე.

