რუსებს შეუძლიათ მაცივრები მოიპარონ, მაგრამ არა ჩვენი ისტორია, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, კიევი კულტურული დედაქალაქი, ხოლო მოსკოვი ჭაობი იყო და ახლაც ასეთივეა.
“დღეს, 28 ივლისს უკრაინა სახელმწიფოებრიობისა და კიევის რუსეთის ნათლობის დღეს აღნიშნავს. ასევე, დღეს ჩვენი ქალაქების მიმართულებით 2 ათეული რაკეტა გაისროლეს. რუ-ისტერია? რუსებს შეუძლიათ მაცივრები მოიპარონ, მაგრამ არა ჩვენი ისტორია. როდესაც კიევი კულტურული დედაქალაქი იყო, მოსკოვი ჭაობი იყო და ახლაც ასეთივეა”, – წერს პოდოლიაკი.

