ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის თავდაცვის აკადემიაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის თავდაცვის აკადემიაში ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. კაცი კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, თუმცა როგორც საავადმყოფოში ამბობენ, შეყვანის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო.

არსებული ცნობით, გარდაცვლილი სამხედრო პირი არ არის – ის საქვაბე განყოფილებაში მუშაობდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა კაცი.

იტვირთბა....