[su_quote]თეორია, რომ გოგაშვილის ისტორია ხელისუფლების თამაშია, ან ვაჭრობს, აღარ არის აქტუალური – მან წითელი ხაზი ამ მხრივ უკვე გადაკვეთა. ამიტომ, ახლა დროა ის აქტივი, რომელიც მას უკავშირდება, გამოყენებულ იქნას სისტემის მხილების და მისი დემონტაჟისთვის. მის ქონებაზე, რეპუტაციაზე, მორალურ სტატუსზე საუბარი მინიმუმ უნდა გადაიდოს იქამდე, სანამ სისტემა არ შეიცვლება და არ გასამართლდება[/su_quote]
წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა წერილი გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს უკანონო დავალებებს იღებდა, მათ შორის, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან და ამიტომ გადაწყვიტა, მოეგროვებინა მტკიცებულებები და ემხილა სისტემა. გოგაშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის დღეს ციხეში ზის.