ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგაშვილი: ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საპატიმროდან მიმართვას ავრცელებს. წერილში ის ამბობს, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს უკანონო დავალებებს იღებდა, მათ შორის, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისგან და ამიტომ გადაწყვიტა, მოეგროვებინა მტკიცებულებები და ემხილა სისტემა. გოგაშვილის თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის დღეს ციხეში ზის.

“მოგესალმებით, დანიშვნის შემდეგ, როდესაც გახშირდა უკანონო დავალებები, მივხვდი, თუ რა სისტემაში აღმოვჩნდი, ამიტომ დავდექი არჩევანის წინაშე. ბიძინა ივანიშვილი მოითხოვდა, შემესრულებინა ყველანაირი დავალება და ამას თეთრი ხელთათმანებით ვერ გავაკეთებდი. მქონდა სამი არჩევანი: 1. სამსახურიდან წამოსვლა 2. ყველაფერზე ხელის მოწერა და ჩაყოლა 3. დარჩენა, ყველა მტკიცებულების მოგროვება და სისტემის მხილება, რომელიც, ხვდებით რომ ავირჩიე და ამიტომ ვზივარ აქ. ვინც მე მაკრიტიკებთ თუ სად ვიყავი აქამდე, გაიარეთ იმ გზის ნახევარი იმ გარემოცვაში, რაც მე მოვახერხე და ისე დამამუნათეთ. ახლა დროის კარგვის ნაცვლად, ჯობია ეს ბინძური სისტემა დავამთავროთ და ჩემს დასჯას ყოველთვის მოახერხებთ, არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან არსად წასვლას”, – ნათქვამია წერილში.
იტვირთბა....