ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

რუსეთი საქართველოსთვის საწვავის იმპორტის ნომერ პირველი ბაზარი გახდა

რუსეთი საქართველოსთვის საწვავის იმპორტის ნომერ პირველი ბაზარი გახდა. BMG-ს ცნობით, წელს, საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ქართველი ნავთობიმპორტიორები ფასდაკლებულ რუსულ საწვავზე გადაერთნენ მაშინ, როდესაც 2021 წელს საქართველოსთვის საწვავის მთავარი იმპორტიორი თურქმენეთი იყო.

“2022 წლის პირველ 6 თვეში საქართველომ $577 მილიონის ღირებულების 597,537 ტონა საწვავი შეიძინა. თანხობრივად იმპორტის ღირებულება 76%-ით, იმპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 4%-ით არის მომატებული. უშუალოდ რუსეთიდან იმპორტის ღირებულება 208%-ით გაიზარდა. იმპორტის ფასების მიხედვით, ივნისში რუსეთიდან შემოტანილი საწვავის საშუალო ღირებულება ტონაზე 1,005 დოლარს შეადგენდა, ბულგარეთიდან იმპორტის საშუალო ფასი – 1,167 დოლარს, რუმინეთიდან კი – 1,265 დოლარს”, – წერს ბიზნესგამოცემა.

ამასთან, “ბიემჯის” ცნობით, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი განსაკუთრებულად დიდი ივნისში იყო, როდესაც ქვეყანაში $59.7 მილიონის ღირებულების 59,393 ტონა საწვავი შემოვიდა.

იტვირთბა....