ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის განცხადებით, გამოძიებამ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, ერთ-ერთი პირი დაადგინა, რომელიც საქართველოში გამოგონილი – ოლეგ დამეტოვის სახელით არის შემოსული, რეალურად ფარიდ გურბანოვია.
რაც შეეხება საქმის მოსამართლეს ლელა ნოზაძეს, როგორც პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განმარტა, აღნიშნული მოსამართლის აცილების თაობაზე, ბრალდების მხარე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.
პროკურორის თქმით, მოსამართლე ლელა ნოზაძემ 2011 წელს ნარკოდანაშაულის ბრალდებით, დაკავებულ ბესო ხარძიანს, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მისი განმარტებით, ეს გარემოება იძლევა შუამდგომლობის დაყენების საფუძველს, რომ მოსამართლე იქნას აცილებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებს სახაზინო ადვოკატი იცავს.
ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი, 13.00 საათზე იყო ჩანიშნული, მაგრამ გადაიდო. მოტივი საქმის მოსამართლის ლელა ნოზაძის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სათათბიროდ გასვლა გახდა. მხარეებს სასამართლო სხდომის ჩატარდების შესახებ, ინფორმაციას დამატებით მიაწოდებენ.

