ახალი ამბები მთავარი სამართალი

გვარამიას მოსამართლე აშშ-ში ვიზიტზე: ეს არის გარკვეულწილად ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის საკუთარი გადაწყვეტილების გამო

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს და პირდაპირ საუბრობს ამერიკის მხრიდან ზეწოლაზე, ჩხიკვაძემ განცხადება “რუსთავი 2-ს” მიაწოდა. მოსამართლე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც მოისმინა ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, ის თვლის, რომ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ 19 ივლისს გვარამია გაამართლოს.

მისი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ლაშა ჩხიკვაძის ინფორმაციით, საელჩოს თანამშრომელმა მას შეატყობინა, რომ ის ამოღებული იყო იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში მიემგზავრებოდნენ. მოსამართლე ამბობს, რომ ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა სანქციებით ემუქრება და თვლის, რომ მის კოლეგებსაც მოუწევთ საქმის განხილვა ზეწოლის ქვეშ.

მოსამართლე ასევე ამბობს, რომ ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

“მე მქონდა შეხვედრა საელჩოს წარმომადგენელთან, მან პირდაპირ თუ ირიბად იმის მინიშნება გააკეთა, რომ ჩემი ამ ვიზიტში მონაწილეობა იმ სიტუაციიდან გამომდინარე ნამდვილად არ იყო სასურველი. ეს იყო სწორედ ჩემი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ საუბარი, მათ შორის მე უკვე გამოტანილი მქონდა გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე. ჩემი შეფასებით, ეს არის გარკვეულწილად ანგარიშის მოთხოვნა მოსამართლისთვის საკუთარი გადაწყვეტილების გამო, რაც არავის უფლება არ არის და ეს არის სასამართლოს უპატივცემულობა ჩემი შეფასებით. მე გადაწყვეტილებას ვიღებ მხოლოდ კანონის და შინაგანი რწმენის საფუძველზე და არავის არ აქვს უფლება ანგარიში მომთხოვოს ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება საკითხს შესაძლო სანქცირებასთა დაკავშირებით, ძალიან მარტივი გამოსავალია – ქალბატონ ელჩს შეგიძლიათ მიმართოთ და უშუალოდ მან დაადასტუროს ეს მოცემულობა არის თუ არა, პირობითად ჩემი სანქცირება. მე ვფიქრობ, რომ ეყოფა გამბედაობა და თუ ასეთი რამე ზოგადად არსებობს ბუნებაში ამას პირდაპირ დაარქვან თავისი სახელი. ეს უკვე აღარ არის სამოსამართლო საქმიანობა და ეს უკვე ძალიან პირდაპირი თუ არაპირდაპირი უხეში ჩარევა”, – განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.

იტვირთბა....