ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზარაშვილი Covid-19-ზე – შეზღუდვების საფუძველი არაა და არც იქნება

[su_quote]  მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კონკრეტული კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსუყრვლებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.

ჯერ კიდევ იანვარში ვამბობდი და მაშინ ბევრს გაუკვირდა, რომ ეს გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ენდემურ ვირუსად, რომელიც პერიოდულად შეგვახსენდებდა თავს, ზუსტად იგივე მიმდინარეობა აქვს და იმავეს ადასტურებენ ინფექციონისტებიც, არ არის არაფერი საშიში და საპანიკო. ინფიცირების შემთხვევაში, შეგვიძლია, მშვიდად გადავიტანოთ, ვიმკურნალოთ. ის, რომ ეს იყოს რამე შეზღუდვების, ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, ასეთი დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება. [/su_quote]

– განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა.

 

იტვირთბა....