[su_quote]ჩემი ყველანაირი დოკუმენტაცია არის საჯარო. ასევე საჯაროა ჩემი ოჯახის დეკლარაციები. არასდროს მე კავშირი არათუ რუსულ ფულთან, არამედ არანაირი კავშირი რაიმე უკანონობასთან არ მქონია და არ მექნება[/su_quote]
ამის შესახებ, imedinews-ის ცნობით, პარტია “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “იმედმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რუსეთიდან რუბლებში დიდი რაოდენობით თანხები ირიცხება.
ამის პასუხად, ხოშტარიამ განაცხადა, რომ მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, რომელიც მეოცე საუკუნეში მარიისნკის თეატრში მოღვაწეობდა და შესაბამისად, უკვე 25 წელია ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან.
ამავე თემაზე: “ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, არ გამოვა ეს აფიორა” – “დროას” ლიდერი განცხადებას ავრცელებს