ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, არ გამოვა ეს აფიორა” – “დროას” ლიდერი განცხადებას ავრცელებს

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, არ გამოვა ეს აფიორა, – პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია, ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მოსკოვიდან რუბლებში დიდი ოდენობით თანხა ერიცხება.

ხოშტარიას თქმით, მამამისი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.

“ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა იმედი. მინდა გითხრათ უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან.

ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო.

მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლიდან უკვე 25 წელია.

რუსეთის საავტორო ორგანიზაცია რაოსთან გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა.

არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ყველა ფაქტს ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ ვამხელ და გადავცემ პარტნიორებს”, – წერს ხოშტარია.

იტვირთბა....