ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ – ხუნდაძე

[su_quote] მაშინ, როდესაც ოპოზიციის ნაწილი ქვეყანას საკუთარი თანამდებობებისთვის წირავს, ოცნების წევრები თანამდებობებს ქვეყნის დასახმარებლად ტოვებენ, მადლობა მათ.

მადლობა ჩვენს თანამოაზრეებს, ვისთვისაც პირადი კომფორტი ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესი. რთულია დღეს ამ ველზე მოქმედება, მაგრამ საჭირო, რომ ქვეყანა შეუქცევად პრობლემებში არ აღმოჩნდეს.

სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი. ჩვენგან ბევრი საინტერესო საკითხი იქნება განხილული და ნერვებს გაუფრთხილდით. დარწმუნებული ვართ, ეს თქვენ არ მოგეწონებათ, მაგრამ არგებს ჩვენს სახელმწიფოს. საქართველოს დასავლური კურსი შეუქცევადია და მჯერა, კიდევ ბევრი შემოგვიერთდება ჩვენი შვილების მომავლის გადასარჩენად. [/su_quote]

განაცხადა ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ საკრებულოებიდან წასულ წევრებზე.

იტვირთბა....