ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაზე ესაუბრა იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც კლინიკაში შეხვდა

მიხეილ სააკაშვილს შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ვივამედის“ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტთან შეხვედრა და საუბარი საინტერესო იყო. მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაცმოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად კი არ იყვირონ, თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან“,, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, ხვიჩიამ განმარტა, რომ სააკაშვილთან კომუნიკაცია გაგრედლდება.

“სააკაშვილმა მე მითხრა კონკრეტული პირები, რომელსაც უნდა ვეკონტაქტო. სააკაშვილი იმ მდგომარეობაშია ,რომ მისი თანაგუნდელების პოზიციას შესაძლოა არ ეთანხემბოდეს, მას არ აქვს ის განცდა ,რომ ოცნების სახელით ვმუშაობთ და მათ ინტერესებს ვატარებთ.” – განაცხადა ხვიჩიამ.

იტვირთბა....