“ოცნებიდან” წასული დეპუტატების მხარდასაჭერად, ჭიათურის საკრებულოს წევრმა, ნიკა სამხარაძემ პარტია დატოვა, – აღნიშნულის შესახებ პოსტი სოციალურ ქსელში სამხარაძემ გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, პირდაპირ სათქმელი ძალიან ბევრი რამეა.
“ზუსტად ვხვდები, რომ ქართული ოცნებიდან გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე.
ამიტომ მეც ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას და პარტიას. ამით ჩვენს საკრებულოში ქართულ ოცნებას ნამდვილად არ ექმნება უმრავლესობის პრობლემა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოვიქცეოდი. დიდი მადლობა თითოეულ ჩემს თანაგუნდელს ყველაფრისთვის.
იმედია არ მიწყენენ. ჩემი აზრით ბევრი ისეთი რამეა პირდაპირ სათქმელი, რომელიც დააზღვევს, რომ ნამდვილი მეგობრები ცეკას წარმომადგენლებივით არ გველაპარაკებოდნენ. ამ სიტყვებში არ შეიძლება ჩემს კოლეგა გიორგი ღამბაშიძეს არ დაეთანხმო”, – წერს სამხარაძე.
ცნობისთვის, თანამდებობა და “ქართული ოცნება” ასევე დატოვა ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ.