ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აღიარეთ და გაპატიებთ” – მანანა კობახიძის ამ განცხადებას მოსამართლებთან დაპირისპირება მოჰყვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე  კონფერენციაზე, სასტუმრო „რედისონში”, მოსამართლეები  პარლამენტის ვიცე-სპიკერს  მანანა კობახიძეს  დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების მიზეზი  მანანა  კობახიძის სასამართლო  სისტემის  წარმომადგენლების მისამართით განაცხადება,  გახდა, რომ  წინა  ხელისუფლების დროს  პროკურატურის  მხრიდან  სასამართლოზე ზეწოლა  ეღიარებინათ:

„ჩვენ გვინდა, რომ სასამართლო იყოს ძლიერი  დამოუკიდებელი,  მიუკერძოებელი  და  მოსამართლე არავის  აბარებდეს ანგარიშს, მაგრამ თვალი გავუსწოროთ სიმართლეს,  ვთქვათ, სად  იყო  პრობლემა  –  იყო  ზეწოლები, დაშინებები,  ზეგავლენის მოხდენა პროკურორების მხრიდან და თავის დროზე რომელ საქმეებეზე იყო? ვაღიაროთ და გაპატიებთ.  ყველამ  ერთად  მოვიხადოთ  ბოდიში  საზოგადოების  წინაშე”, – განაცხადა  მანანა  კობახიძემ.

მოსამართლეების  განცხადებით, არანაირი ზეწოლა  პროკურორების მხრიდან მათზე არ ყოფილა. დარბაზში რეპლიკები იყო მოსამართლეების მხრიდანაც: “რა უნდა ვაღიაროთ, რას გვაპატიებთ” – ისინი კობახიძის მიერ გამოთქმული აზრის წინააღმდეგ წავიდნენ.

იტვირთბა....