[su_quote]რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს, აქ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – ბიძინა ივანიშვილმა გასული წლის იანვარში, პოლიტიკიდან გასვლის მომენტში განაცხადა, რომ ის საკუთარი ოჯახისთვის მხოლოდ 200 მილიონ დოლარს იტოვებდა. დანარჩენი თანხა, ეს მათ შორის ვრცელდება Credit Suisse-ში განთავსებულ თანხებზე, მთლიანად საქველმოქმედო ფონდში მიემართებოდა საქველმოქმედო მიზნებისთვის. ასეთ დროს, როდესაც ვიღაც არახამია საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა დაუწესდეს სანქციები, ეს ნიშნავს არაერთი, უამრავი საქველმოქმედო პროექტის შეჩერებას[/su_quote]
ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
ამავე თემაზე: “ივანიშვილის სანქცირება ნიშნავს ტაძრების და თეატრების აღდგენის შეჩერებას” – კობახიძე