მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, დავით მამისეიშვილმა განაცხადა:
“დიახ, მე ვარ ლევან მურუსიძე. მე არა მხოლოდ ლევან მურუსიძე ვარ, მე ვარ ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია”, – განაცხადა მან.
კონფერენციაზე მოსამრთლეებმა გააკრიტიკეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და განაცხადეს, რომ ის სასამართლოს წინააღმდეგ იბრძვის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსამართლეთა რიგით მე-16 კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც არ ესწრებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინი გვენეტაძე.