ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

რუსებმა კუნძულ “ზმეინზე” შეტევა ისევ სცადეს – უკრაინული მხარე

რუსებმა კუნძულ “ზმეინზე” შეტევის განხორციელება და იქ უკრაინული დროშის აღმართვისთვის ხელის შეშლა სცადეს. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების გაერთიანებული საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა ნაციონალური ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

“დროშა კუნძულზეა. ამასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ, რა თქმა უნდა, დააბნია ჩვენი მტრები”, – ამბობს გუმენიუკი.

მისი თქმით, რუსებმა კუნძულზე საჰაერო დაზვერვა განახორციელეს და უკრაინელებისთვის დარტყმის მიყენება სცადეს.

“ისინი ცდილობდნენ დარტყმის განხორციელებას, მაგრამ ნახეს, რომ საფრთხე ემუქრებოდათ და ამ დროისთვის, თავი შორს უჭირავთ”, – ამბობს ის.

შეგახსენებთ, 30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუნძული “ზმეინი” რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლდა. მალევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კუნძულიდან.

ამავე თემაზე: უკრაინელებმა კუნძულ “ზმეინზე” დროშა აღმართეს

ამავე თემაზე: უკრაინელებმა კუნძულ “ზმეინზე” რუსების დატოვებული ტექნიკა და შეიარაღება გაანადგურეს

 

იტვირთბა....