ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინელებმა კუნძულ “ზმეინზე” დროშა აღმართეს

უკრაინელებმა კუნძულ “ზმეინზე” თავიანთი დროშა აღმართეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, კუნძულიდან რუსებმა თავიანთი ჯარები რამდენიმე დღის წინ გაიყვანეს.

უკრაინამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ოკუპანტებმა “ზმეინის” კუნძული დატოვეს, მას შემდეგ, რაც მათ “წარმატებული ოპერაცია” განახორციელეს.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....