პარტია “გირჩის” დეპუტატის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგი არ იქნება, ციხეში მის მოსანახულებლად მივა.
“ვაპირებთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ პირს – მიხეილ სააკაშვილს შევხვდეთ და ვუთხრათ, თანახმაა თუ არა იმ შეთავაზებაზე, რომელიც გვექნება პოლიტიკურ სპექტრთან. რაც შეიძლება მალე უნდა შევხვდეთ. მალევე მივმართავთ შალვა პაპუაშვილს, რომ დაგვრთოს ნება და თუ წინააღმდეგი არ იქნება მიხეილ სააკაშვილი ჩემი ციხეში ხილვის, მზად ვარ, მივიდე და დაველაპარაკო მას”, – აცხადებს ხვიჩია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი “ნაციონალურ მოძრაობის” მთავარი პრეროგატივა არ არის.
“პოზიცია გავაცანით “ნაციონალურ მოძრაობას”, რომ მათ ღიად უნდა მოეთხოვათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სანაცვლოდ, ხელი არ შეეშალათ ევროინტგრაციის პროცესისთვის. ამას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აღფრთოვანებით არ შეხვედრიან. ეჭვი მაქვს, მიშას პატიმრობა არ არის “ნაცმოძრაობის” მთავარი პრეროგატივა. შესაბამისად, რაღაც სხვა საკითხებზე უნდათ ისრების გადატანა, მაგალითად იმაზე, რომ ჩვენ “ქოცებთან” ვართ შეკრული. ამ დროს, ჩვენ ვამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ პროცესის ფარგლებში საზღვარგარეთ უნდა გადავიდეს სამკურნალოდ. “ნაცმოძრაობის” ყველა წევრი თანაბრად მონდომებული არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ისარგებლოს ამ სიტუაციით და ქვეყანაც არ შევიდეს ჩიხში”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
ამავე თემაზე: “სადაც შემიშვებენ, ყველა შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას, მანამ არ გამომაგდებენ კოლეგები” – ხვიჩია