[su_quote]რაც არ უნდა ჰქონდეს ჩაფიქრებული “ქართულ ოცნებას“, შალვა პაპუაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე მისვლას და პოზიციის დაფიქსირებას ვაპირებ. მინდა, რაღაცნაირად გავაჟღერო “ქართულ ოცნებასთან“ თუ “ნაცმოძრაობასთან“ ჩემი პოზიცია, თუ რეალურად როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიზაცია. სულ ორი რამეა გასაკეთებელი იმისთვის, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრისკენ ვიმოძრაოთ – საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა საზღვარგარეთ. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, ჩემი აზრით, არ იციან, რას აკეთებენ. ისინი არც საპირისპირო არგუმენტს ასახელებენ და არც რაიმე გეგმის შესახებ გვეუბნებიან რამეს. ოპოზიციის შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, მანამ არ გამომაგდებენ ჩვენი კოლეგები. წინა შეხვედრაზე მიწვეული არ ვიყავი. სადაც შემიშვებენ, ყველგან მივიღებ მონაწილეობას იქამდე, მანამ იქიდან გამომაგდებენ ჩემი ხასიათების გამო[/su_quote]
ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 7 ივლისს საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან დეპოლარიზაციის საკითხზე შეხვედრას გეგმავს.