ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხაიძე: კოვიდის შემთხვევების მატების დინამიკა საგანგაშოა

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საგანგაშოა და თუ ეს მაჩვენებელი მომავალ კვირებშიც შენარჩუნდება, არ არის გამორიცხული, იმუნიზაციის საბჭომ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განიხილოს.

“მდგომარეობა შეიცვალა, მივდივართ მატებისკენ. ვიმეორებთ იგივე ტენდენციას, რაც პრაქტიკულად, ევროპის ყველა ქვეყანაშია. თუ შევადარებთ ორი კვირის წინ არსებულ სტატისტიკას, ხუთჯერ არის მომატებული შემთხვევების რაოდენობა, რაც მართლაც მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა, თუ ციფრებს შევხედავთ, ეს მატება ჯერ საგანგაშო არ არის. 2500 შემთხვევა კვირის განმავლობაში საგანგაშო არ არის, მაგრამ მატების დინამიკის თვალსაზრისით ნამდვილად საგანგაშოა. ხუთჯერადი მატება ძალიან ბევრია და თუ ეს დეტნდენცია გაგრძელდა, ალბათ მოგვიწევს ყოველდღიურ სტატისტიკაზე გადასვლა. ჯერჯერობით, ნიღბის ტარების ვალდებულებას საკოორდინაციო და იმუნიზაციის საბჭო სავარაუდოდ არ გამოაცხადებს ამ ციფრების ფონზე, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი არ არის მაღალი, მაგრამ თუ ინფიცირების გაორმაგების ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლებელია მომდევნო კვირების განმავლობაში ეს საკითხი იმუნიზაციის საბჭოზე განხილული იყოს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგი კვირის მონაცემები შეიძლება სტაბილური გახდეს, თუმცა, თუ შემთხვევათა მატება ამ ტემპით (გაორმაგებით) გაგრძელდება, ალბათ, უახლოეს მომავალში შესაძლებელია დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობის საკითხი განხილული იყოს”, – განაცხადა ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, შემოდგომაზე პიკის მოლოდინი არსებობს.

“ოქტომბერში შეიძლება გველოდეს კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღა, ტერმინიც არსებობს – “ცუნამის” მსგავსი”, – ამბობს ჩხაიძე.

იტვირთბა....