რუსული BBC წერს, რა პროცედურების გავლა უწევთ იმ პირებს, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კონტაქტი. გამოცემის ცნობით, ეს ადამიანები იზოლაციაში ატარებენ დროს და სხვადასხვა ანალიზს აბარებენ, მათ შორის, ემოწმებიან ჭიებზე.
“არც უკრაინაში შეჭრას, არც ოთხ აცხრას კოვიდის წინააღმდეგ და არც პანდემიის შესუსტებას არ შეუცვლია რაიმე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვლადიმერ პუტინთან კონტაქტობენ. რეგულარულად იზოლაციაში არიან მისი პილოტები და ექიმები. ასობით ადამიანი, ოთხჯერ იტარებს პისიარ ტესტს და ორჯერ ემოწმება კორონავირუსის ანტისხეულებზე. ისინი დამატებით ანალიზებსაც იღებენ გრიპზე, სტაფილოკოკსა და ჭიებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
“ბიბისის” ცნობით, 9 მაისამდე, დაახლოებით 400 ადამიანი, მათ შორის ომის ვეტერანები, ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ მოსკოვში, რომ პუტინისისთვის ხელი ჩამოერთმიათ, ან უბრალოდ მიახლოებოდნენ მას.