[su_quote]ყველაფერს აკეთებს ჩვენი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალა, იმისთვის რომ საზოგადოება კიდევ მეტად დახლიჩოს, კიდევ მეტად გააღიზიანოს, დააპირისპიროს ერთმანეთთან სხვადასხვა ჯგუფები, იქნება ეს სოფლად, ქალაქად, უნივერსიტეტში თუ ამერიკის საელჩოს მიღებაზე და ამით მოითბოს ხელი[/su_quote]
“იმედის” ცნობით, თეა წულუკიანი გუშინ, აშშ-ის საელჩოში მიღებაზე მომხდარ ინციდენტს ასე ეხმაურება. შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.