[su_quote]ვიცით ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართაც. ამის ნათელი გამოვლინებაა 5 ივლისი. ჩვენ ვნახეთ და ვიცით, რომ პოლიტიკოსებს, ოპოზიციონერებს დევნიდნენ, თავს ესხმოდნენ და ეს ყოველდღიურ ნორმად ჩამოყალიბდა. ამასობაში, ნახეთ, სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან ადამიანები, რომელთა ნაწილი სტუდენტი საერთოდ არ იყო და ზოგი გორიდან ჩამოიყვანეს, ზოგი საჯარო მოხელე იყო და ვინც სტუდენტი იყო მერიაში თუ გამგეობაში იყო დასაქმებული, ვნახეთ ეს ინფორმაციაც. ამასობაში, ვატო წერეთელს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში რამდენიმე დეპუტატი დაესხა თავს. ეს მიანიშნებს ხელისუფლების ველურობაზე. უსამშობლო ივანიშვილი წავა ყველაფერზე ხელისუფლების შესანარჩუნებლად, შესაბამისად, ამ ადამიანის გვერდით დგას ხალხი, რომელთაც ფეხებზე კიდიათ სახელმწიფო ინსტიტუტებიც, ქვეყანაც, კონსტიტუციაც და კანონიც და გონიათ, რომ ყველაფერი არიან თავად. თან ჯერავთ, რომ დედამიწაზე ყველაზე მართალი ხალხია და ვინც რაიმე შენიშვნას აძლევს, ან ნაციონალია, ან მატყუარა. ამ საქმეს უნდა მიეცეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია და შესაბამისად, უმკაცრესად უნდა იყვნენ ის პარლამენტის წევრები დასჯილები, ვინც იძალადა მედიის დამფუძნებელზე. ეს ნათელი გზავნილია დანარჩენი ორკებისთვის და მოძალადეებისთვის, რომ მწვანე შუქი აუნთო ჟურნალისტებზე თავდასხმას, დევნას, ცემა-ტყეპას და ზოგადად. ძალადობას, რასაც ამ დღეებშიც ვხედავთ[/su_quote]
განუცხადა ენმ-ის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, გუშინ, tvპირველის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას აშშ-ს საელჩოში ანრი ოხანაშვილი და “ქართული ოცნების” კიდევ რამდენიმე დეპუტატი ფიზიკურად გაუსწორდნენ.