ახალი ამბები საზოგადოება

🎥VIDEO: დარიალის ხეობაში უზარმაზარი ლოდები დაიძრა

დარიალის ხეობაში უზარმაზარი ლოდები დაიძრა, – მომხდარის ამსახველი კადრები დღეს დილით მედიაში გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეა, რაც საქართველოში უხვი ნალექებით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან.

გუშინდელი ინფორმაციით, მეწყერი ჩამოწვა წალენჯიხაში, რის შედეგადაც შესაძლოა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს.

ასევე, ფასანაურშიც ძლიერი წყალდიდობაა, ნიაღვარმა საცხოვრებელი ადგილები დააზიანა.

შეგახსენებთ, მედიაში გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ღვარცოფმა გუდაურის გზაზე კილომეტრიანი საცობები შექმნა.

წყლდიდობამ სავალი გზები დააზიანა ფშავშიც, მოსახლეობა გარესამყაროსგან მოწყვეტილია.

ასევე წყლის ნიაღვარმა ცენტრალური ქუჩები დააზიანა ტყიბულშიც.

საგულისხმოა, რომ სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებს კიდევ რამდენიმე დღე არ პროგნოზირებენ.

იტვირთბა....