ახალი ამბები საზოგადოება

(ფოტო) “ღმერთმა დაგვიფარა რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა” – რა ვითარებაა ფშავში

ფშავში 3 ხევის ჩამოწოლის შედეგად სავალი გზები დაზიანდა, ამ დროისთვის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც სოციალურ ქსელში მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი, მაცაცო ნარიმანიძე წერს ფშავში უკვე მერამდენედ სტიქიას ებრძვიან.

“ღმერთმა დაგვიფარა რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა როცა ქვეშეთიდან ვბრუნდებოდით, რომ ფშავში წავსულიყავით …ისევ სტიქია, უკვე მერამდენედ…თითქმის 18 თემი ამ მდგომარეობაშია…მადლობა ყველას მოთმინებისთვის”, – წერს მაცაცო ნარიმანიძე და თან ფოტოებს ავრცელებს..

იტვირთბა....