ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

შვეიცარია მთელ თავის მოსახლეობას ხელფასებს დაუნიშნავს

 

გსურთ თუ არა სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 2 250 ევროს მიღება? – ამ კითხვას შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე უნდა უპასუხონ. იმ შემთხვევაში თუ ინიციატივამ შვეიცარიელთა მოწონება დაიმსახურა, ქვეყნის ყველა მოქალაქე შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, სახელმწიფოსგან თვეში 2500 ფრანკს მიიღებს, რაც 2250 ევროს ექვივალენტურია. არასრულწლოვნებს კი 625 ფრანკი ჩაერიცხებათ. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა გარანტირებული შემოსავლის მიღების შემთხვევაში, სამუშაო ადგილის დატოვებას არ აპირებს. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარია მსოფლიოში პირველი სახელმწიფო გახდება, რომელიც მოქალაქეებს ყოველთვიური შემოსავლით უზრუნველყოფს.

კანონის მიღების შემთხვევაში, შვეიცარია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს მუდმივი ყოველთვიური შემოსავლით უზრუნველყოფს. ამისთვის შვეიცარია ყოველწლიურად 200 მილიარდი ფრანკი დასჭირდება. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, თანხის ნაწილს – 150 მილიარ ფრანკს  საგადასახადო შემოსავლიდან აიღებენ, 55 მილიარდი ფრანკი კი სოციალური დაზღვევიდან გამოიყოფა.

 

იტვირთბა....