აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე კონტროლის მოპოვებისკენ მიისწრაფვის.

ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში ლავროვმა აღნიშნა, რომ აშშ ცდილობს დომინირებას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე და მაგალითად მოიყვანა ვენესუელა, სადაც ვაშინგტონმა, ფაქტობრივად, კონტროლი მოიპოვა მსოფლიოს უმსხვილეს ნავთობის მარაგზე, ისევე, როგორც ირანზე.

„აშშ ასევე აცხადებს, რომ მას სურს კონტროლის მოპოვება „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენზე“, – განაცხადა ლავროვმა, თუმცა, დეტალები არ წარმოუდგენია.

აღსანიშნავია, რომ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალი“ 2024 წელს იუწყებოდა, რომ ამერიკელი ინვესტორი სტივენ პ.ლინჩი შეეცადა, შეეძინა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ორი განშტოება, რომელთაგან ერთ-ერთი 2022 წლის აფეთქების დროს არ დაზიანებულა. აფეთქების შედეგად, მნიშვნელოვანწილად შეწყდა ევროპისთვის გაზის მიწოდება. რუსეთმა და ევროპამ მაშინ განაცხადეს, რომ ინციდენტი იყო საბოტაჟი. გამოძიების შედეგად, გასულ წელს აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით იტალიაში დააკავეს უკრაინელი წარმოშობის პირი.

იტვირთბა....