აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“გასაგებია, რომ პაატა მანჯგალაძე, 4 ოქტომბერს, პირადად არ მომვარდა და არ მახრჩობდა, მაგრამ პოლიციას მოუწოდა, რომ დავეპატიმრებინეთ” – შალვა პაპუაშვილი

[4 ოქტომბერს, პაატა მანჯგალაძე] გასაგებია, რომ არ მომვარდა და არ მახრჩობდა პირდაპირ, მაგრამ მოუწოდა, რომ უნდა დავეპატიმრებინეთ. ბრალი წაყენებული აქვს, რა წონის არის მისი პასუხისმგებლობა, რაში მიუძღვის ან არ მიუძღის ბრალი, ამ ყველაფერს დაადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელმაც არაერთხელ დაადასტურა თავისი სამართლიანობა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის იმედგაცრუებულია სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, რომელიც მან პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებით გააკეთა. პაპუაშვილის შეფასებით, გასული წლის 4 ოქტომბრის მოვლენებით ქვეყანა 90-იანი წლებში დაბრუნებას გადაურჩა, ხოლო დარწმუნებულია იმაში, რომ „ბატონ სახალხო დამცველსაც თავის ასაკიდან გამომდინარე ახსოვს, რაც იყო 1990-იანი წლები“.

„ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება. პაატა მანჯგალაძე ისევე, როგორც სხვა ორგანიზატორები, „თავისუფლების მოედანზე“ სცენაზე იდგნენ და განაცხადეს, რომ გადაიბარეს ხელისუფლება და პირადად ჩემი დაპატიმრება დაავალა პოლიციას, თუ სხვა ძალოვან უწყებებს. ეს დაავალა პირდაპირ. გასაგებია, რომ ასეთ კლოუნებს არავინ დაუჯერებს, მაგრამ 7 000 კაცი ჰყავდათ იქ შეკრებილი. სწორედ იმიტომ, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურმა პრევენციულადაც იმოქმედეს, იმ მომენტშიც დროული რეაქცია იყო, სახელმწიფო დაცვის სამსახური იყო სათანადო მოწოდებაზე ნახეთ, რომ ხელჩართული ბრძოლა მოუწიათ ბიჭებს, რომლებიც იცავდნენ პრეზიდენტის რეზიდენცია იმისათვის,რომ არ დამდგარიყო ნეპალი. გვიანონსებდნენ, თითოეული ეს ადამიანი აანონსებდა სისხლის ღვრას საქართველოში და შეგახსენებთ, მას მხარი დაუჭირა ევროკავშირმა. ასე რომ ჩვენ, გადავრჩით 1990-იან წლებში დაბრუნებას და ბატონ სახალხო დამცველსაც დარწმუნებული ვარ, თავის ასაკიდან გამომდინარე ახსოვს, რაც იყო 1990-იანი წლები. ამიტომ, აქ „აფთიაქური საზომით“ იმის ნახვა, რომ ვიღაც სცენის კუთხეში თუ ცენტრში იდგა… იქ იდგა!. აბა, ერთი, წარმატებული ყოფილიყო ეს ყველაფერი, პაატა მანჯგალაძე იჯდებოდა, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ან რომელიმე სხვა სავარძელში? ძალიან გემრიელად, კომფორტულად შეირგებდა თუ არა იმ თანამდებობებს და ექნებოდათ თუ არა გადანაწილება? როდესაც მიდიხარ ასეთ ნაბიჯზე, უნდა შეეგუო პასუხისმგებლობას. სისხლის ღვრაზე მიჰყავდათ ხალხი. შეკრიბეს იქ სისხლის ღვრისთვის, წაიყვანეს სისხლის ღვრაზე, მხარდაჭერა მიიღეს სისხლის ღვრაზე ევროკომისიის პრესსპიკერის მხრიდან და მხოლოდ ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა და ჩვენმა ხალხმა ჩაშალა ეს ყველაფერი“, – აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილის შეფასებით, 2025 წლის 4 ოქტომბერს ყველა ძალიან კარგად ხედავდა სცენაზე გამოჭიმულ ხალხს“, რომლებიც „გასაღების ჩაბარებას“ ახსენებდნენ.

„გასაღების ჩაბარებაო და ლინგვისტები მოვიყვანოთ, გასაღების ჩაბარება რას ნიშნავს? ექსკურსიაზე მიდიოდნენ პრეზიდენტის სასახლეში? პაატა მანჯგალაძემ და სხვებმა ხალხი იქ მოიყვანეს ნეპალის მოსაწყობად. ჯერ იმ 7 000-სს რა ვუთხარი, იქ რომ მივიდა საქართველოში რომ სისხლი დაეღვარათ. ჩვენ გვყავს 7 000 ადამიანი, ექიმი, ვექილი, ინჟინერი, სტუდენტი, პროფესორი, ვინც იქ მივიდა, რომ სისხლი დაეღვარათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „ზოგიერთებს, თუ პასუხისმგებლობის აღების შნო არ აქვს, მაშინ ამ ნაბიჯზეც არ უნდა წავიდეს“.

ამასთან, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ელოდებოდა იმას, თუ რა მოხდებოდა.

სალომე ზურაბიშვილი იქ გვერდზე იდგა, თავის შტანდარტიანად ლამის და ელოდებოდა, რა მოხდებოდა. როცა ჩაიშალა სისხლიანი გადატრიალება და მხოლოდ მაშინ გაიპარა და სხვათა შორის, მანჯგალაძეც გაიპარა შემდეგ და სახლში იჯდა. ჯერ ხალხი მიაყენა ამ ყველაფერზე, ხალხი გაწირა ამ ყველაფრისთვის, წავიდა და შემდეგ სახლში იმალებოდა. ვნახეთ, მურთაზ ზოდელავა ეულად აიყვანა პოლიციამ პარლამენტის შენობასთან. აბა ყოფილიყო წარმატებული, ვნახავდით, თუ არ შევიდოდა სალომე ზურაბიშვილი თავის შტანდარტიანად იმ შენობაში, თუ არ ჩასხდებოდნენ შესაბამის სახელისუფლებო სავარძლებში, ამასაც ვნახავდით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ „4 ოქტომბერს ევროკავშირის მხარდაჭერით აქ აწყობდნენ დამხობას რაც არ გამოუვიდათ და იმიტომ არიან გატრუნულები“.

იტვირთბა....