საუდის არაბეთი მოუწოდებს აშშ-ს, გააძლიეროს ირანზე იერიშები, – ამის შესახებ „გარდიანს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა.
წყარო ადასტურებს „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა დონალდ ტრამპს მოუწოდა, არ შეაჩეროს ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომი და, რომ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი კამპანია ახლო აღმოსავლეთისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს.
„გარდიანის“ წყაროს ინფორმაციით, ერ-რიადი არა მხოლოდ სამხედრო კამპანიის გაგრძელებას ითხოვს, არამედ მის გაძლიერებასაც.
„გარდიანი“ წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომში საუდის არაბეთის აქტიური სამხედრო მონაწილეობის შესახებ არაფერია ცნობილი, თუმცა სამშვიდობო ძალისხმევა ირანსა და აშშ-ს შორის თუ ჩაიშლება, ერ-რიადი შესაბამისს ნაბიჯებს გადადგამს.

