აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

საქართველოსა და რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, რუმინეთის ადვოკატთა ასოციაციის მიწვევით, ქალაქ ბუქარესტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის დასასრულს საქართველოსა და რუმინეთის ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, მხარეები პროფესიული სტანდარტების გაზიარებისა და პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებენ.

„ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა რუმინელი კოლეგების წინაშე საჯარო მოხსენება წარადგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური მოწყობის შესახებ, სადაც ისაუბრა ასოციაციის მმართველობითი სტრუქტურის, წევრთა პროფესიული განვითარების და ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფის საკითხებზე.

თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ინსტიტუციური გაძლიერების თანამედროვე მიდგომებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....