ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალური გვერდიდან დაწერილი კომენტარი ტექნიკური უზუსტობის შედეგი იყო.
“მე ეს დავწერე ჩემს ფეისბუქზე, ჩემი მოსაზრება, სიტყვის თავისუფლება ვინ დამიხშო?! ტექნიკურად მოხდა შეცდომა და ოფიციალურ გვერდზე მოხდა და მაშინვე გასწორდა შეცდომა”, – აცხადებს “მეტრონომთან” საუბრისას ბარბაქაძე.
მისი თქმით, კომენტარი არასამუშაო საათებში დაიწერა: “ღამის 11 საათი იყო”, – აცხადებს ბარბაქაძე.