[su_quote]სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებაო, რეალობა კი ზუსტად ისეთივე სასტიკი დარჩა, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ტრაგიკულიც კი. მით უფრო, როდესაც იმასაც კი ვერავინ ხედავს, როგორ შეიძლება აიძულო უგუნური რეალურად შეცვალოს მართვა, დაიწყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შენება და რეალური რეფორმები. ასე ხდება როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ადვოკატია.
PS კითხვაზე – რა შეიძლება მოხდეს 24-მდე?
ბევრი არაფერი ალბათ, თუმცა, თეორიულად რჩება შანსი, 24-ში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ, მაგრამ ვგონებ ამისთვის ჩვენმა სახლემწიფომ უნდა ჩაიდინოს სასწაული და ესეც საკმარისი იქნება თუ არა, რთული სათქმელია. მაგალითად, ყველამ ერთად გამოცხადოს რეფორმების პაკეტი, გადადგეს მთავრობა და ტექნიკური/პროფესიული მთავრობა დაინიშნოს რეფორმების პაკეტის შესასრულებლად… შეიძლება მოფიქრება შემდეგი 5 დღის გეგმის, მაგრამ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა. სინამდვილეში, იქნება თვითკმაყოფილი “სამდურავის” გამოსვლები, რომ ჩვენ არაფერი შეგვშლია, ყველაფერი გავაკეთეთ, მაკრონია ცუდი და კიდევ ვინმე სხვა და ახლა სხვა მხარეს უნდა გავიხედოთ და მსგავსი ბოდვები[/su_quote]
ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი Facebook-ზე წერს.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოვიდა რეკომედაციით, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს დაუწესდეს პირობები, რომელთაც შესრულების შემთხვევაშიც, კვლავ უნდა მიუბრუნდენ მისთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს.
ამავე თემაზე: “საქართველოს ხელშია, როდის დააკმაყოფილებს პირობებს და წაიწევს ღია კარისკენ” – ურსულა ფონ დერ ლაიენი