[su_quote]პირველ რიგში, ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის, რომ მიიღოს ევროპული პერსპექტივა. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა და კარები ნამდვილად ფართოდაა ღია. საქართველოზეა ახლა დამოკიდებული რომ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ წინ წაიწიოს მთელმა ქვეყანამ და აჩვენოს, რომ გსურთ, აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. ეს, რა თქმა უნდა, განსაზღვრავს დროსაც. თქვენზე არის დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეძლებთ იმ კრიტერიუმების და პირობების დაკმაყოფილებას, მით უფრო მალე მიაღწევთ პროგრესს. შესაბამისად საქართელოს ხელშია რეალურად, რომ დააჩქაროს ეს პროცესი და წაიწიოს წინ ამ ღია კარებისკენ[/su_quote]
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტის, ქეთი ქარდავას კითხვას უპასუხა იმასთან დაკავშირებით, რა არის მთავარი შეტყობინება საქართველოს მოსახლეობისადმი.
ცნობისთვის, ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს, ხოლო საქართველოს პირობები დაუწესდეს, რომლის შესრულების შემდეგაც დაუბრუნდებიან მისთვის კანდიდატის მინიჭების საკითხს.
ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.