“მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რუსეთის წინააღმდეგ საკუთარ ომში გამარჯვებად რას ჩათვლიან”, – ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა.
მისი თქმით, დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უნდა აგრძნობინონ, რომ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ერთსულოვანი არიან.
“ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც სათავეში უდგას სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც უკრაინა ჰქვია. მისი სახელია ვოლოდიმერ ზელენსკი და ის ლიდერია [NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის]. ამიტომ, თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს იმის შესახებ, თუ რა არის მისაღები ან მიუღებელი ჩვენი ლიდერებისთვის. მადრიდში, ნატო-ს სამიტზე პუტინს უნდა ვუჩვენოთ, რისი მიღწევა შევძელით – სოლიდარობის უპრეცედენტო ფორმის. ხანდახან, NATO-ს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც მედიას უტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ისინი ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან”, – აღნიშნავს სხეფერი.
ამავე თემაზე: NATO-ს ოთხი ყოფილი გენმდივანი საუბრობს, რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა უკრაინაში ომის დასრულებისთვის