ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ციტატა

20 ივნისს რუსთაველზე ძალიან ბევრნი ვიყოთ და ევროპას ჩვენი ხმა გავაგონოთ – გვარამიას გზავნილი

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპატიმროში მოინახულა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ ენმ-ს წევრმა ნიკა გვარამიას განცხადება წაიკითხა.

“ნიკა არის მხნედ, შემართებით. ელოდება 24 რიცხვის გადაწყვეტილებას ისევე როგორც ყველა ამ ქვეყნის პატრიოტი. მისი ძალიან დიდი სურვილია რომ საქართველოს ყველა პატრიოტმა შეძლოს გაერთიანება 20 რიცხვში და რუსთაველზე გავიდეთ, იმისთვის, რომ ევროპას გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში და არსად სხვაგან. ეს არის ნიკას საფიქრალი და მხოლოდ და მხოლოდ ამ ინტერესის ირგვლივ არის მისი ყველა ფიქრი გაერთიანებული. და რა თქმა უნდა, მე მოვალე ვარ, საზოგადოებას, ყველას, მის გულშემატკივარს, გავუზიარო მისი პოზიცია, რომ ჩვენი მთავარი მოვალეობა გახლავთ რომ 20 რიცხვში ვიყოთ ძალიან ბევრნი რუსთაველზე და გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

იტვირთბა....